|
2022-11-30 17:09:24, 886 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით ტაშკენტში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარესთან აკმალხუჯა მავლონოვთან. შემოსავლების სამსახურის ცნობით, მხარეებმა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებულ რთულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. "ამავე ვიზიტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის დელეგაციის წევრებმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართეს უზბეკეთის საბაჟო ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან და მოინახულეს საბაჟო ინსტიტუტი, ტექნო-პარკი და სხვა საბაჟო ორგანოები. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა და უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე აკმალხუჯა მავლონოვი ხელს მოაწერენ “საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ტექნიკური პირობების დოკუმენტს”. მხარეები, ასევე ხელს მოაწერენ “2023-2024 წლებში უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის გეგმას”. აღნიშნული ვიზიტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკური სამსახურის უფროსი ჯონი შურღულაია, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია - უზბეკეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში მიმდინარეობს", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)