02:03 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-29 21:38:22, 1147 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია საახალწლო სლოგანზე - ეს არა მხოლოდ კიევის, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფაა

მშვიდობა არ არის,როდესაც ჩვენი და უკრაინის საერთო ომს ეწირებიან ბავშვები,არც დაღუპული 27 ქართველი სამხედროს ოჯახშია მშვიდობა და არც დევნილების ოჯახებში - ასე გამოეხუმარე პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მერიის საახალწლო სლოგანს,რომელიც წელს "მშვიდობის ქალაქი" იქნება.

ხოშტარიას თქმით,მშვიდობა არ არის საოკუპაციო ხაზებთან და შეუძლებელია ვინმე დღეს თავს მშვიდად გრძნობდეს იმ სისასტიკის და ტერორიზმის ფონზე,რაც ხდება.

"ეს არა მხოლოდ კიევის, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფაა. მაშინ, როცა ჩვენი და უკრაინის საერთო ომს ეწირებიან ბავშვები, მშვიდობა არ არის, არც დაღუპული 27 ქართველი სამხედროს ოჯახშია მშვიდობა, არც იმ დევნილების ოჯახებშია მშვიდობა, ვინც კიევის კადრებში თავის გავლილ გზას ხედავს, არც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ოჯახებშია მშვიდობა და საერთოდ, შეუძლებელია, ვინმე დღეს მშვიდად გრძნობდეს თავს იმ სისასტიკის და ტერორიზმის ფონზე, რაც ხდება. 
კალაძემ და ბიძინამ ჩვენ არ გვაინტერესებსო და ამას თქვენც შუბლზე დაგაწერთო. 
ეს წარწერა აქ არ უნდა იყოს, დანარჩენი ჩვენზეა, ყველაზე." - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics