18:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-29 11:23:48, 886 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში დუშეთის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლებმა დუშეთის რაიონის მოსახლეობასთან, მათ შორის სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მათი უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს და გენდერული სტერეოტიპების განხილვას. შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს ფემიციდის პრევენციის კუთხით ერთობლივი მუშაობის გაძლიერების საჭიროებაზე, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დაცვის, მხარდაჭერისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესზე.

პროკურატურის წარმომადგენლებმა მოისმინეს შეხვედრის მონაწილეების მოსაზრებები ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური დანაშაულის შესახებ, ასევე ისაუბრეს ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე.

ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. საინფორმაციო კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია. ამ მიზნით, პროკურორები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ.

#არაფემიციდს
#მკვლელობაისჯებამკაცრად
#შეაჩერეფემიციდი
#სიყვარულიარკლავს
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics