|
2022-11-29 10:32:14, 1965 ნახვა
სამხედრო
სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურის სრული განახლება მიმდინარეობს
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია. თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადაში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. სამხედრო ბაზაზე მას დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ უმასპინძლა. გრიგოლ გიორგაძემ დასრულებული საცხოვრებელი ყაზარმები დაათვალიერა, სადაც განახლდა იატაკი, ჭერი, კედლები და სრულად აღიჭურვა ახალი საშხაპეებით. დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემები, განხორციელდა კანალიზაციისა და საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია. დასავლეთის სარდლობის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური მინი სპორტული მოედნის მოწყობაც იგეგმება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონახულების შემდეგ მინისტრის მოადგილე სიმულაციურ კლასში საარტილერიო სადაზვერვო ჯგუფების სწავლების პროცესსაც დაესწრო. საქართველოს თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის სრული განახლება გრძელდება, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. მალე ქართულ ჯარი ქვეყნის სამსახურში ნატოს სტანდარტების შესაბამის ბაზებზე იმსახურებს.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)