|
2022-11-29 10:26:03, 923 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე „RAW Wine Berlin" ქართული მცირე მარნების ღვინოები იყო წარმოდგენილი
ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზე „RAW Wine", ქართული ქვევრის ღვინის 18 მარანმა წარადგინა საკუთარი ღვინოები. ეს იყო ,,RAW Wine Berlin"- ზე ქართული ქვევრის ღვინის ყველაზე მასშტაბური წარდგენა, რაც მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის და პოტენციური იმპორტიორების მოძიების მიმართულებით, რაც, შედეგად, ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა. „RAW Wine" (The Artisan Wine Fair) ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ღვინის ცნობილი ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი. „ძალიან მიყვარს საქართველო და ქართული ღვინო. გამოფენაზე წარმოდგენილია 18 ქართველი მეღვინე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც არაჩვეულებრივ ღვინოებს აწარმოებენ ტრადიციული მეთოდით ქვევრში, ქარვისფერ ღვინოებს, საფერავს და ა.შ. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა იმის ხილვა, თუ როგორ გაიზარდა ხარისხი და რაოდენობა. აქ არიან ახალგაზრდა მეღვინეები, რომლებიც მცირე წარმოებით იწყებენ და მუდმივად ვითარდებიან. დიდ მადლობას ვუხდი ღვინის ეროვნულ სააგენტოს ამ ღონიძიების მუდმივი მხარდაჭერისთვის. აქაურობა სავსეა სტუმრებით, ჩვენ გვყავს ვიზიტორები ნორვეგიიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, ინგლისიდან, ლოს-ანჯელესიდან, ნიუ იორკიდან, ყველა აქ მოსულ სტუმარს უყვარს ბერლინი და ჩემი აზრით ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის, რომ შეხვდნენ უამრავ დაინტერესებულ ადამიანს", - აღნიშნა იზაბელ ლეგერონმა. ბერლინის გამოფენაზე 20-მდე ქვეყნის 160 ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი იყო წარმოდგენილი. ტრადიციულად, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო ღვინის პროფესიონალებისა და ვიზიტორების მხრიდან. პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა გერმანიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, 2019 წლიდან, ეს ქვეყანა წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს. აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ასევე ადგილობრივი დიპლომატიური მისიების ჩართულობით, 2022 წელს, ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები „RAW Wine"-ის გამოფენებში ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში და ლონდონშიც მონაწილეობდნენ.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)