18:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 11:12:16, 717 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტების მართვის საკითხებზე ტრენიგები უტარდებათ

„კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის“ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების შესაბამისად, UNESCO-მ საიტის თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო.

გადამზადების პროგრამის მიზანია „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ შესაძლებლობათა გაძლიერება და UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტების მართვის სპეციფიკის შესწავლა. 

ტრენინგები კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკებისა და კინტრიშისა და ქობლეთის დაცული ტერიტორიებს თანამშრომლებისთვის საერთაშორისო ექსპერტმა, ტობიას გარსტეცკიმ ჩაატარა. ტრენინგი კონცენტრირებული იყო უშუალოდ UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტების მართვის პრაქტიკაზე. 

აღსანიშნავია, რომ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის საიტები პერიოდულად ახდენენ ანგარიშგებას UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის წინაშე. შესაბამისად, ტრენინგზე განხილული იყო UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან ანგარიშგების საკითხები, ასევე ინტეგრირებული მართვის დოკუმენტი, რაც აღნიშნული ოთხი (კოლხეთის, მტირალას, კინტრიშის, ქობულეთის დაცული ტერიტორიები) საიტისთვის საერთო გენერალური მართვის გეგმას წარმოადგენს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომელთა გადამზადება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით, UNESCO-ს პროექტის „ მდგრადი ტურიზმისა და კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოების ინკლუზიური განვითარებისთვის Covid-19 კრიზისის საპასუხოდ“ ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული პროექტი დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება. 

აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, 2021 წელს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას, „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები-ს“ სტატუსით, საქართველოს 4 დაცული ტერიტორია (კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები) შეემატა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics