|
2022-11-27 11:34:00, 1571 ნახვა
პოლიტიკა
კრამერი - „ოცნებამ“ დაასკვნა, რომ ხელისუფლებაში დარჩენა მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობებს ნიშნავს
მზარდი სიმყუდროვეა თბილისის ხელისუფლებაში მყოფ პარტიასა და მოსკოვის ხელისუფლებაში მყოფ პარტიასთან და ეს მე მაოცებს, - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ დაასკვნა, რომ ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს უფრო მჭიდრო ურთიერთობებს მოსკოვთან იმ პირობებში, როდესაც რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიის 20% იკავებენ. "ვფიქრობ, ცხადია მათ სურთ დარჩნენ ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად და როგორც ჩანს, მათ დაასკვნეს, რომ ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს უფრო მჭიდრო ურთიერთობებს მოსკოვთან. მეჩვენება რომ მზარდი სიმყუდროვეა თბილისის ხელისუფლებაში მყოფ პარტიასა და მოსკოვის ხელისუფლებაში მყოფ პარტიასთან და ეს მე მაოცებს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებთ, რომ რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიის 20% იკავებს და იმ მუდმივი საფრთხის გათვალისწინებით, რასაც პუტინის საქართველოს უქმნის. მაგრამ როგორც ჩანს ეს არის სადაც "ქართული ოცნება" თავის მომავალს ხედავს. ვფიქრობ დროა, ვაიძულოთ გადაწყვიტონ, აპირებენ დასავლეთისკენ გაიხედონ თუ რუსეთისკენ",- განაცხადა კრამერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)