2022-11-26 16:22:09, 1700 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა დამპყრობლებმა ქალაქი დნიპრო დაბომბეს - დაშავებულია 6 ადამიანი
რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის ქალაქი დნიპრო დაბომბეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკოზე ავრცელებს.
რეზნიჩენკოს თქმით, თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
"დნეპერზე მტრის დარტყმის შედეგად უკვე ექვსი მსხვერპლია. ერთი ქალი მძიმე მდგომარეობაშია. რუსებმა მშვიდ კვარტალში დაარტყეს...", - წერს რეზნიჩენკო.
მისივე თქმით, რუსული რაკეტები ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიაზე დაეცა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ცოტახნის წინ ასევე ხერსონიც დაბომბეს, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.
გარდა ამისა, რუსებმა ცეცხლი გახსნეს ხერსონის ოლქის ჩერნობაევკას, ანტონოვკას, ნიკოლსკოესა და მუზიკოვკას მიმართულებით.
ავტორი: ექსპრესნიუსი,