2022-11-26 14:40:14, 2867 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს - დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო 10-ზე მეტი დაშავდა
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს,- ამის შესახებ ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, დამპყრობლებმა ხერსონის საცხოვრებელ რაიონებს გაუხსნეს ცეცხლი. დაიზიანდა ასევე საცხოვრებელი ბინები, სავაჭრო ცენტრი და სკოლები.
იანუშევიჩის თქმითვე, თავდასხმას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.
"რაშისტებმა ხერსონის რაიონის ტერიტორიაზე 39-ჯერ გაისროლეს. რეგიონის მშვიდობიანი დასახლებები მტრის ცეცხლის ქვეშ იყო.
სამწუხაროდ, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. რუსებმა ხერსონის რაიონის 2 მცხოვრები მოკლეს, კიდევ 10 ადამიანი დაშავდა",- განაცხადა იანუშევიჩმა.
გარდა ამისა, რუსებმა ცეცხლი გახსნეს ხერსონის ოლქის ჩერნობაევკას, ანტონოვკას, ნიკოლსკოესა და მუზიკოვკას მიმართულებით.
ავტორი: ექსპრესნიუსი,