|
2022-11-25 19:09:47, 1138 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნის აუცილებლობა არ არსებობს
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნის აუცილებლობა არ არსებობს. - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ დოკუმენტის სამართლებრივი შინაარსი ისეთი იყოს, რის გამოც ვენეციის კომისიის მოსაზრების მოსმენა აუცილებელი იყოს. „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ არის ის ინიციატივა, რომელსაც ვენეციის კომისიაში გაგზავნა ესაჭიროება, რადგან არ მგონია, ამ დოკუმენტის სამართლებრივი შინაარსი ისეთი იყოს, რის გამოც აუცილებელია ვენეციის კომისიის მოსაზრების მოსმენა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭრა 76-მა დეპუტატმა, ექვსი კი წინააღმდეგი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)