|
2022-11-25 18:37:14, 1034 ნახვა
პოლიტიკა
ალიევი - ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის მონაწილეობით 7 დეკემბრის შეხვედრა არ შედგება
საფრანგეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო პროცესში, ეს არა ჩვენი, არამედ მათი ბრალია, ამიტომ ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის მონაწილეობით 7 დეკემბრის შეხვედრა არ შედგება. - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისივე თქმით, პრაღაში გამართული შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ ემანუელ მაკრონმა ინტერვიუში გააკრიტიკა აზერბაიჯანი და დაადანაშაულა ბაქო იმაში, რაც მას არ ჩაუდენია. „ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაგებია, რომ საფრანგეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო პროცესში. ეს არა ჩვენი, არამედ მათი ბრალია, რადგან არც აშშ-ს და არც რუსეთს არასდროს ოფიციალურ დონეზე არ დაუკავებიათ ვინმეს მხარე. ეს ნიშნავს, რომ 7 დეკემბერს შეხვედრა არ შედგება. ჩვენ განვიხილავთ სხვა ალტერნატივებს. ვნახოთ, ვინ შეასრულებს შუამავლის როლს და რომელ პლატფორმაზე“. - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)