19:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 11:47:56, 1785 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილესთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაცია USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე საერთაშორისო ორგანიზაცია USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ელენე გოცაძემ, ელენე ლომიძემ, ილია ბორცვაძემ და გიორგი ბოჭორიძემ ახალი პროექტის „ძლიერი სოფლის პროგრამა” მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლის ერთ-ერთ საპილოტე მუნიციპალიტეტად კასპია შერჩეული.

ხუთწლიანი პროექტის მიზანია არსებული ბიუჯეტის ფარგლებში დაეხმაროს  საოკუპაციო ხაზთან მდებარე თემებში მცხოვრებ მოსახლეობას, მცირე და საშუალო საწარმოებს.

მდგრადობის უზრუნველსაყოფად პროგრამა  ხელს შეუწყობს ახალ ბაზრებთან წვდომას, ბაზრების შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას, შემოსავლების ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ვახტანგ მაისურაძემ USAID-ის წარმომადგენლებს მადლობა  გადაუხადა  თანამშრომლობისთვის  და მზაობა გამოთქვა   პროექტის  მხარდაჭერისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics