|
2022-11-24 19:43:54, 1162 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი სააკაშვილზე - პრეზიდენტია, ვისაც შეუძლია შეიწყალოს, ამიტომ შეხვდეს და მას შეაცოდოს თავი
პრეზიდენტია, ვისაც შეუძლია შეიწყალოს, ამიტომ შეხვდეს და მას შეაცოდოს თავი. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოსწონს გარემო, ციხე და არ ჭამს სრულფასოვნად. "ჩვენ ვნახეთ რამდენიმე სეზონი მიხეილ სააკაშვილი უკანასკნელ დღეებს ითვლის - ამ ჰედლაინით. Ჯვარი სერია და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს რაზეა საუბარი. მაგრამ სეზონებად ვნახეთ 3 თვეში ერთხელ ეს უცბად აქტიურდება და იწყება პანიკა და აურზაური რომ ბოლო წუთებია და უნდა მოვუსწროთ. ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ დღეს, 24 ნოემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციის მოთხოვნით, წერილი შეიტანა. ხაჭაპურიძის თქმით, "მივმართეთ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს და ვთხოვთ მას, რომ მე მიმიღოს პირადად, მოხდეს აუდიენცია, რაც შეიძლება სასწრაფოდ, ვიანიდან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე". საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წერილი ჩაიბარა და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, შეხვდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი შალვა ხაჭაპურიძეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)