|
2022-11-24 16:31:41, 1140 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი - იყო სურვილი, რომ საქართველო დაჰყოლოდა დამღუპველ მოთხოვნებს, რაც რუსეთთან ომის დაწყებას ან სანქციებში ჩართვას გულისხმობდა
კანდიდატის სტატუსის არ მოცემა იყო სურვილი,რომ საქართველო დაჰყოლოდა დამღუპველ მოთხოვნებს, რაც რუსეთთან ომის დაწყებასა ან ორმხრივ სანქციებში ჩართვას გულისხმობდა, - ამის შესახებ პარტია "ხალხის ძალის" წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასული სუბარი ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი აქვს ევროპის რამდენიმე ქვეყანას მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მიუღიათ. "კანდიდატის სტატუსისთვის ასეთი მცირე ვადა მოგვცეს და კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს ეს იყო სურვილი, რომ წნეხი განხორციელებულიყო და საქართველო დაჰყოლოდა ქვეყნისთვის დამღუპველ მოთხოვნებს,რაც რუსეთთან ომის დაწყებას ან ორმხრივ სანქციებში ჩართვას გულისხმობდა. რადგანაც ნახეს რომ მათი სურვილები არ შესრულდა ვადა გადაწიეს რაც კარგია. წლის ბოლომდე დარწმუნებული ვარ ეს მოთხოვნები იქნება შესრულებული. კანდიდატის სტატუსი აქვს ევროპის რამდენიმე ქვეყანას და ათობით წლები აქვთ რამდენიმე მათგანს მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მიუღიათ." - განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)