19:51 - 15 Aug, 2026
|
2022-11-24 16:09:22, 2263 ნახვა
სამხედრო
გრიგოლ გიორგაძე თავდაცვის ძალების შვიდკაცა რაგბის ნაკრების ვარჯიშს დაესწრო
საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაგეგმილ შვიდკაცა რაგბის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობისთვის ემზადება. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებითა და რეზერვისტებით დაკომპლექტებული რაგბის გუნდი ტურნირისთვის მზადებას მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გადის. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს მორაგბეების ვარჯიშს საწვრთნელ ბაზაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დააკვირდა. გრიგოლ გიორგაძემ მორაგბეებს ტურნირზე გასამართ მატჩებში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებში რაგბის განვითარებას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. დუბაიში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში 12 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. ტურნირი გაერთიანებულ საამიროებში 29 ნოემბერს დაიწყება.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)