|
2022-11-24 14:03:28, 903 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - ჩვენ გვყავს რუსეთიდან მართული დაჯგუფება ძალაუფლებაში, რომელსაც მიტაცებული აქვს სამშობლო
ჩვენ გვყავს რუსეთიდან მართული პოლიტიკური დაჯგუფება ძალაუფლებაში, რომელსაც მიტაცებული აქვს ჩვენი სამშობლო,- ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არ აღიარებას. ვაშაძის თქმით, როდესაც ქვეყანაში ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა, მათ შორის რუსეთის ქმედებებს, დეოკუპაციაც სწრაფად მოხდება. "ჩვენ გვყავს რუსეთიდან მართული პოლიტიკური დაჯგუფება ძალაუფლებაში, რომელსაც მიტაცებული აქვს ჩვენი სამშობლო და ჩვენი სამშობლო უნდა დავიბრუნოთ. ამის შემდგომ, რუსეთსაც თავის სახელს დავარქმევთ და ქვეყნის დეოკუპაციაც გაცილებით სწრაფად მოხდება",- განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროპარლამენტის წევრებმა სტრასბურგში პლენარულ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს. რეზოლუციას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 58, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)