18:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 13:23:12, 1584 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ, ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. სასწავლო კურსი 9 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდება და პირველ ეტაპზე, პროგრამაში 100- ზე მეტი მსჯავრდებული ჩაერთვება.

შემოსავლების სამსახურისა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 14 მსჯავრდებულის მიმართ, მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების პროცედურები განახორციელეს. სტატუსი მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, მათ მიერ ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციით (მაღაზია „რე-მარკეტში“) მიღებული შემოსავალი არ დაბეგრონ და ისარგებლონ კანონმდებლობით გათვალისწინებული

შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით. იხ. ბმული: https://www.rs.ge/PersonsPreferentialTax?cat=1&tab=1

ამასთან, მიკრო ბიზნესის სტატუსით განსაზღვრული შეღავათებით მსჯავრდებულები გათავისუფლების შემდეგაც ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურში მსჯავრდებულებზე მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების პროცესი 2016 წლიდან მიმდინარეობს და ინიციატივის ფარგლებში, აღნიშნული სტატუსი უკვე 66 მეწარმე სუბიექტი სარგებლობს.

შემოსავლების სამსახურში გამართულ ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე პაატა კილაძე, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის წარმომადგენლები.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეების მიერ, მისი ხელმოწერის თარიღიდან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics