|
2022-11-24 12:26:36, 983 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის ელჩი - მოხარული ვიქნებით, თუ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება - ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა
მოხარული ვიქნებით, თუ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, სპორტულად რომ აგიხსნათ - ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. ელჩმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველომ გაწევრიანების თემაზე კონცენტრირება უნდა მოახდინოს. "დიდი ალბათობით, მომავალი წლის მეორე ნახევარში, ევროპის საბჭო კიდევ ერთხელ გაივლის კონსულტაციას საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზის შესახებ. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუკი, ასე მოხდება და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. სპორტულად რომ აგიხსნათ - ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, რომ თამაში ახლა წარმატებით გაიმართოს. ჩვენი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ საქართველომ მოახდინოს კონცენტრირება ამ თემაზე", - აცხადებს ფიშერი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)