|
2022-11-24 11:50:36, 967 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის ელჩი - პროცესსაც აქვს მნიშვნელობა - ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა განიხილოს
ვუწევ რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის განსახილველად გადაცემას,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. მისი თქმით, რეზულტატი მნიშვნელოვანია, მაგრამ პროცესსაც აქვს მნიშვნელობა, შესაბამისად კარგი იქნება, თუ ვენეციის კომისიაც განიხილავს კანონპროექტს. „დიახ, მე ვუწევ რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის განსახილველად გადაცემას. რეზულტატი მნიშვნელოვანია, მაგრამ პროცესსაც აქვს მნიშვნელობა და დადებითი ნაწილია ის, რომ ვენეციის კომისიამ კანონპროექტი განიხილოს.“, - განაცხადა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭრა, ექვსი კი წინააღმდეგი იყო. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებამდე უნდა იყოს შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)