|
2022-11-23 10:29:01, 1278 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა B2B ფორუმზე მონაწილეებს დამატებითი ღირებულების სერვისები გააცნო
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით. ბანკი B2B ფორუმში მონაწილეობდა, რომელიც პროექტ „კლასტერები განვითარებისთვის“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება საკონსულტაციო კომპანიებისა და კლასტერებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ჩატარდა. შეხვედრას საჯარო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო და საკონსულტაციო კომპანიების, სამშენებლო მასალებისა და ტანსაცმლის წარმოების სექტორის 70-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა - შეხვედრაზე საკონსულტაციო კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი მომსახურება ქართული სამშენებლო მასალების კლასტერების წევრი კომპანიებისთვის წარედგინათ. სწორედ ერთერთი პანელი დაეთმო საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის შესაძლებლობებს, რომელზეც „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა მონაწილეებს დამატებითი ღირებულების სერვისები გააცნო. მასთან ერთად, ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას. „საქართველოს ბანკი“ მუდმივად მხარს უჭერს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს. B2B ფორუმიც ბიზნესის წარმომადგენლებს ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავებაში ეხმარება. აღნიშნულ ფორუმზე „საქართველოს ბანკი“ წელს პირველად ჩაერთო, სადაც კლასტერების წევრებს ჩვენი დამატებითი ღირებულების სერვისები გავაცანით. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ღონისძიებები, რადგან ეს ქმნის ერთგვარ სინერგიის ეფექტს. შეხვედრაზე ფართო მიზნობრივ აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ იმ მხარდამჭერი პროექტების შესახებ ინფორმაცია, რაც მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს მისცემს პრაქტიკულ ცოდნას, სხვადასხვა სახის ოპერაციებში მხარდაჭერას და დარგის ექსპერტებთან უფასო კონსულტაციას. რაც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის სამომავლოდ სწორად განვითარებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მენეჯერმა, ოლიკო ნაკაშიძემ. ინფორმაციისთვის, კლასტერი მიზნად ისახავს საკუთარი წვლილის შეტანას პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების, საოპერაციო სტანდარტების ოპტიმიზაციისა და უნარების ასამაღლებლად. პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ და ხორციელდება GIZ-ის მხარდაჭერით.
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)