|
2022-11-21 13:20:42, 1189 ნახვა
მსოფლიო
„ვივამედის“ დირექტორი - არ ვიცი, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, სააკაშვილთან ტოქსიკოლოგიური კვლევები ჩატარებული გვაქვს
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ზურა ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევები ჩატარებული აქვს. როგორც ჩხაიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესაძლო ინტოქსიკაციაზე საუბრისას განაცხადა, კლინიკას ჯერჯერობით ახალი დასკვნა არ მიუღია. „მე არ ვიცი, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, რა ინფორმაციაზე მესაუბრებით. რაც შეეხება ტოქსიკოლოგიურ კვლევას, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არაერთგზის გვაქვს ჩატარებული ეს კვლევები. ახალი დასკვნა არ მიგვიღია, ჩვენ მივიღებთ დასკვნებს, გავეცნობით და ალბათ, ამის შემდეგ შევძლებთ მოგცეთ რამე კონკრეტული პასუხი. კლინიკა აკეთებს მაქსიმუმს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მას უტარდება ყველა სახის მკურნალობა, რაც საჭიროა“, - განაცხადა ჩხაიძემ. ცნობისთვის, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება". აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, რომელმაც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მოუწოდა, ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რათა "საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ". დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოწამვლაზე ეჭვი "არასდროს ჰქონია და სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)