19:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 09:09:35, 977 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე - მივმართავთ სამხარაულს, ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავს, რათა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდეს. 

რატი ბრეგაძემ მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან:

„მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააკეთა განცხადება სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, რომელიც მსგავსი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, პირველ რიგში, გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და წარმოადგინონ შესაბამისი მტკიცებულებები. მსგავსი დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის  წარმოუდგენია. საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ არასწორი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, იმისთვის, რომ საზოგადოებას არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი და, ამავდროულად, სახელმწიფომ გააკეთოს მაქსიმუმი, ჩვენ ხვალ დილით მივმართავთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics