|
2022-11-18 10:13:02, 1017 ნახვა
საზოგადოება
ქართულმა ღვინოებმა, ქალაქ კრაკოვში, საერთაშორისო კონკურსში ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში საერთაშორისო გამოფენაში „EnoExpo 2022" ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში გამართულ კონკურსზე, ქართულმა ღვინოებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს: ოქრო - „მარანი საფერავი ბიო 2020" (თელავის ღვინის მარანი); ვერცხლი - „რქაწითელი" (შატო ნაფარეული); „რქაწითელი ქვევრი 2019" (კომპანია ასკანელი), „საფერავი 2020" (მარანი ელიზბარი 1918); ბრინჯაო -„მწავენე ქისი 2021" (მარანი ელიზბარი 1918), „სატრაპეზო ქვევრი 2018" (თელავის ღვინის მარანი), „მუკუზანი პრემიუმ 2019" (კომპანია ასკანელი), მარანი ბრუტი 2020 (თელავის ღვინის მარანი). გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის "People PR" ორგანიზებით, ქართული ვაზის ჯიშის, ქისისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა. გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ზურაბ ბერიძე დაესწრო. პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, არაერთი ღონისძიება იმართება. ღონისძიებების მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მისი საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 7 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 50% შეადგინა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)