03:50 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 21:21:06, 1688 ნახვა

ომი უკრაინაში
დუდა ზელენსკიზე - პრეზიდენტსაც აქვს ემოციები, ის გადის ყველაფერს, რასაც მისი ქვეყანა იტანს

ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ახლა ასევე აგროვებს ინფორმაციასა და მასალებს უკრაინის არმიის მეთაურებისგან და უკრაინის სპეცსამსახურებისაგან. - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ უკრაინის საზღვართან რაკეტის აფეთქებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტსაც აქვს ემოციები, ის გადის ყველაფერს, რასაც მისი ქვეყანა იტანს.

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ახლა ასევე აგროვებს ინფორმაციასა და მასალებს უკრაინის არმიის მეთაურებისგან და უკრაინის სპეცსამსახურებისაგან. ისინი ამ ყველაფერს საკუთარი ძალებით აკეთებენ. შეერთებულ შტატებს აქვს საკუთარი ინფორმაცია. სხვა რა შემიძლია ვთქვა ?
სიტუაცია ძალიან რთულია და არავისთვის არ არის გასაკვირი ემოციების გამოვლენა. პრეზიდენტსაც აქვს ემოციები. ის გადის ყველაფერს, რასაც მისი ქვეყანა იტანს. ეს არის მისი ერი, რომელმაც აირჩია იგი ამ პოსტზე, რისთვისაც ის პასუხისმგებლობას გრძნობს“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას.

პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics