07:31 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 17:30:24, 676 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოქსფორდში  ,,ოქსფორდის კავშირში" ,,ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის"  ყოველწლიური სერიის ფარგლებში, ლექციას წაიკითხავს.

,,ოქსფორდის კავშირში" საქართველოს პრეზიდენტს დახვდება და უმასპინძლებს კავშირის პრეზიდენტი აჰმედ ნავაზი.

ოქსფორდის კავშირის ,,ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექცია” დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დააფუძნა და ციკლის ფარგლებში ლექციები წაკითხული აქვს თავად მას და დევიდ კამერონს. ამასთან, კავშირის ერთ-ერთი პრეზიდენტი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონიც იყო.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაში “Globalize UK 2022“. 

პრეზიდენტი ქალაქ კარდიფში, რაგბიში, უელსის და საქართველოს ნაკრებების შემოდგომის ტესტ მატჩს დაესწრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics