19:50 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 12:38:14, 749 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პოლიქლორირებული ბიფენილების მართვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის წარდგენა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პოლიქლორირებული ბიფენილების მართვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის წარდგენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცვლილების პაკეტი პროექტის „პოლიქლორირებული ბიფენილებისგან თავისუფალი ელექტრომომარაგება საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება და სახიფათო ზეთების გადამუშავებასა და მართვას ითვალისწინებს. სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობდა.

მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში სახიფათო ნარჩენების მართვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მიერ ცვლილებების დამტკიცებამდე, შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები და მოსაზრებების გაცვლა ჩვენი მუშაობის სტანდარტული ფორმატია. სახელმწიფოსთვის გარემოს დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს; შესაბამისად, ტოქსიკური ნივთიერებების - ტრანსფორმატორების ზეთების ეფექტიანი მართვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO), კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები, კომპანიების „საქართველოს რკინიგზა“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, „ენერგო-პრო ჯორჯია“ წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics