|
2022-11-17 11:27:09, 708 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი ჯინ შაჰინი - რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა
რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა. შაჰინი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, თუ საქართველოს ქცევა მიბმული იქნება შეერთებული შტატების მხრიდან გამოყოფილ დახმარებას და მოვლენებიდან გამომდინარე დარეგულირდება. "რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა. ჩვენ კი, მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. მე ერთის მხრივ ვამტკიცებ, რომ, შესაძლოა, ეს დახმარება საქართველოს ქცევას უნდა დავუკავშიროთ და ამ ქცევაზე იყოს მიბმული, დამოკიდებული. სახელმწიფო დეპარტამენტისა და პალატის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების ბოლო რაუნდში დამიმტკიცეს, რომ ამის გაკეთება, შესაძლოა, კარგი არ ყოფილიყო. მაგრამ, მგონი უნდა ვიფიქროთ, ხომ არ არის დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით",- განაცხადა სენატორმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)