07:29 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 18:55:05, 833 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - ვარჰეის განცხადებები მოწმობს, რომ ევროკომისრისგან მთავრობის საქმიანობა დადებითად ფასდება

ვარჰეის განცხადებები მოწმობს, რომ ევროკომისრისგან მთავრობის საქმიანობა დადებითად ფასდება. - ამის შესახსბ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გასაკვირი არ არის ოპოზიციის უკმაყოფილება, მათ სწყინთ, რაც ქვეყნისთვის სასიკეთოა.

„მისი განცხადებები, როგორიც არ უნდა იყოს ამ განცხადების წაკითხვის ან ინტერპრეტაციის მეთოდი, ცალსახად მოწმობს, რომ ევროკომისრის მიერ დადებითად ფასდება მთავრობის საქმიანობა, ის პროცესი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას და „ქართულ ოცნებას“ მიჰყავს პარლამენტში. ქართველი ხალხის მრავალი საუკუნის წინ გაკეთებული რეალური არჩევანი, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ამ დიდ ოჯახში ჩვენი ღირსეული ადგილი გვეკუთვნის – ამ გზაზე პროცესი, რაც ჩვენს ხელისუფლებას მიყავს, ევროკომისრის მიერ დადებითად შეფასდა“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვია. 

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics