|
2022-11-16 13:58:44, 797 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორებმა ბათუმის, ხელვაჩაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედებრა გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრებზე, რომელთა მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია, პროკურორებმა ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზების, გენდერული სტერეოტიპების, დანაშაულის პრევენციისთვის საზოგადოების და სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობის თაობაზე. "პროკურატურის წარმოადგნელებმა, ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს საქართველოს პროკურატურის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები. როგორც პროკურორებმა აღნიშნეს, ფემიციდთან საბრძოლველად საჭიროა საზოგადოების ჩართულობა და ძალადობის პირველივე შემთხვევის შესახებ შეტყობინება, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული მძიმე დანაშაული. ბათუმის, ხელვაჩაურის და ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. პროკურატურის წარმომადგენლებმა და შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის გამომწვევი მიზეზები, მათზე რეაგირების გზები და ბარიერები, რომელსაც ძალადობის მსხვერპლი ქალები აწყდებიან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულების დროს დაზარალებულთა საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებზე და ფემიციდის პრევენციის კუთხით ერთობლივი მუშაობის გაძლიერების საჭიროებაზე. საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women). პროკურატურის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის მიზნით. #არაფემიციდს #მკვლელობაისჯებამკაცრად #შეაჩერეფემიციდი #სიყვარულიარკლავს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)