08:27 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 11:49:25, 898 ნახვა

პოლიტიკა
ნიდერლანდების ელჩი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების შესრულებაში ჩართული იყოს ყველა პოლიტიკური პარტია

საქართველოსთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირისგან მიიღო, იქნას შესრულებული, - ამის შესახებ ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, მარია ქრისტინა ვან კოლდამიმ განაცხადა. 

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ რეკომენდაციების შესრულებისას ყველა პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს ჩართული.

"საქართველოსთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირისგან საქართველომ მიიღო, იქნას შესრულებული და ამ პროცესში ჩართული იყოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე, ყველა პოლიტიკური პარტია. რაც შეეხება ვენეციისა და ეუთო/ოდირის რჩევებს, მნიშვნელოვანია რომ გათვალისწინებული იყოს მათი რეკომენდაციები და რჩევები, რადგან ის ეხება უნივერსალურ ღირებულებებს",- განაცხადა ელჩმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics