08:24 - 02 Aug, 2026
|
2022-11-15 23:57:35, 1560 ნახვა
პოლიტიკა
პენტაგონის პრესსპიკერი - აშშ-ს მკაფიოდ აქვს გაცხადებული, რომ NATO-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს დაიცავს
აშშ-ს მკაფიოდ აქვს გაცხადებული, რომ NATO-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს დაიცავს. - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალ პატრიკ რაიდერმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს ცნობებს სასიკვდილო რუსული სარაკეტო თავდასხმის შესახებ პოლონეთში. "აშშ-ს მკაფიოდ აქვს გაცხადებული, რომ ის NATO-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს დაიცავს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პოლონეთში, პრჟევოდოვში, ჰრუბიესოვის რაიონში, 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რამაც 2 ადამიანი იმსხვერპლა. პრემიერმა მორავიეცკიმ და პრეზიდენტმა დუდამ ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს კრიზისული სხდომა მოიწვიეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)