2022-11-15 20:05:27, 1712 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - G20-ის დროს უკრაინის დაბომბვა რუსეთის მხრიდან დამცირებაა იმ ლიდერების, რომლებიც მხარს უჭერენ აგრესორთან დიალოგს
G20-ის დროს უკრაინის დაბომბვა რუსეთის მხრიდან დამცირებაა იმ ლიდერების, რომლებიც მხარს უჭერენ აგრესორთან დიალოგს. - ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი არ სთავაზობს მოლაპარაკებებს დაპირისპირებულ მხარეს, არამედ აყენებს ტერიტორიულ ულტიმატუმებს.
"გახსოვდეთ: რუსეთის ფედერაცია არ გვთავაზობს მოლაპარაკებებს, არამედ გვიყენებს ტერიტორიულ ულტიმატუმებს. ნებისმიერი ფლირტი ტერორისტთან მთავრდება რაკეტით საცხოვრებელ შენობაზე". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ,რომ უკრაინის 15 რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. კრივი რიჰსა და მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელების ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები რაკეტებს ისვრიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,