19:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 12:28:24, 1056 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე - მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს, ძნელად ამოძრავებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს და ძნელად ამოძრავებს.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტს გაუსაძლისი ტკივილები აქვს, რის გამოც, გამაყუჩებლებს აძლევდნენ, ახლა კი გამოკვლევაც დაიწყო.

"ჯერ ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ ტუბერკულოზის არსებობის საკითხს. მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს, ძნელად ამოძრავებს. პრობლემები აქვს და გაუსაძლისი ტკივილები. გამაყუჩებლებს აძლევდნენ, ახლა კი დაიწყო კვლევა. დაველოდოთ შედეგებს",- ამბობს ხაჭაპურიძე.

ცნობისთვის, 8 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს დემენცია და ტუბერკულოზი დაუდგინდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ტუბერკულოზით არ შემოსულა, თუმცა დიაგნოზი გერმანელმა ექსპერტებმა დაუსვეს. აღნიშნული დიაგნოზი ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის. 

 

 

დღეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად ბრიტანეთიდან მოწვეული ფსიქიატრი, კორნელიუს კატონა ჩამოვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics