|
2022-11-14 19:31:04, 1120 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - პირნათელი ვარ, რომ 12 პუნქტი შესრულდება
პირნათელი ვარ, რომ 12 პუნქტი შესრულდება. - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარემ, ანრი ორხანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველა პუნქტი ყველა საკანონდელო ცვლილება, რომელიც ემსახურება ამ პუნქტების შესრულებას, იქნება დასრულებული. "ჩვენ 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, როგორც განვაცხადეთ ოფიციალურად, რომ გეგმასთან დაკავშირებით შესრულდებოდა თითოეული პუნქტი, ჩვენ ამ დაპირებას პირნათლად ვასრულებთ, თითოეულ პუქტთან დაკავშირებით, ჩვენ სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გვქონდა. შეკრული იყო ჯგუფები, რომლებიც მუშაობდნენ ამასთან დაკავშირებით, გამჭირვალედ, ღიად, ყველას ჰქონდა დასწრების უფლება, პირნათელი ვარ იმასთან, რომ 12 პუნქტი რაც გაწერილი იქნა, შესრულდება, სასპეკულაციო სირცეს ჩვენ არავის არ დავუტოვებთ, პრაქტიკულად ამ წელს, ყველა პუნქტი ყველა საკანონდელო ცვლილება, რომელიც ემსახურება ამ პუნქტების შესრულებას, იქნება დასრულებული". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)