05:03 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 17:43:26, 1235 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა. 

დასაქმების სააგენტოს ცნობით, ფორუმში 40-ზე მეტმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და 150-მდე წარმოდგენილი ვაკანსიიდან სასურველი შეერჩიათ. 

ფორუმს ესწრებოდნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი  იოსებ ხახალეიშვილი, პროფესიული კოლეჯის და ევროკავშირის წარმომადგენლები.

ქუთაისის შემდეგ,  15 ნოემბერს,  დასაქმების ფორუმი  რუსთავში გაიმართება. დასაქმების  სააგენტოს  ორგანიზებით  ნოემბერ- დეკემბერში  კიდევ  5 დასაქმების ფორუმია ჩანიშნული.
15 ნოემბერი - რუსთავი.

17 ნოემბერი - მარნეული.

29 ნოემბერი -თბილისი (დასაქმების ფორუმი ზამთრის კურორტებისთვის, ყაზბეგი, გუდაური, ბორჯომი, ბაკურიანი, საირმე, მესტია, გორდერძი.)

2 დეკემბერი - თბილისი, (დასაქმების ფორუმი შშმ პოირებისთვის)

9 დეკემბერი - გორი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics