|
2022-11-10 15:16:58, 960 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ევროპარლამენტარებზე - აქვთ სურვილი, რომ პატრიოტი ხელისუფლება, არ იყოს ქვეყნის სათავეში
არანაირი ფასი არ აქვს - გარკვეული ადამიანების დაჯგუფება, ვინც თითქოს ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან, რეალურად კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები არიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტარების კონკრეტულ ჯგუფს აქვთ სურვილი, რომ ისეთი ხელისუფლება, რომელიც არის ქვეყნის პატრიოტი, ქვეყნის სათავეში არ იყოს. "ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. ცხადია გარკვეული ადამიანების დაჯგუფება, ვინც თითქოს საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან, სინამდვილეში და რეალურად ისინი არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები და რა თქმა უნდა, მათ აქვთ სურვილი, რომ ისეთი ხელისუფლება, რომელიც არის ქვეყნის პატრიოტი, ისეთი ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, ზრუნავს ქვეყნის განვითარებაზე, ზრუნავს იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ცხადია, მათ არ სურთ ასეთი ხელისუფლება იყოს ქვეყნის სათავეში", - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)