|
2022-11-10 14:18:33, 1030 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა გრძელდება
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა გრძელდება. პროექტის მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. საბაგირო გზა, სადაც 21 გონდოლა იმოძრავებს, საათში 1 200 მგზავრს მოემსახურება. გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4.07 წუთი, მარშრუტის სიგრძე კი - 845,55 მ იქნება. საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება და ის სამართავად, მთაწმინდის პარკს გადაეცემა. „გვქონდა შესაძლებლობა, დაგვეთვალიერებინა საბაგირო გზის მშენებლობის სამუშაოები, რომელიც რუსთაველის გამზირსა და მთაწმინდის პარკს დააკავშირებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება და მოგვცემს შესაძლებლობას, ერთი საათის განმავლობაში, საბაგირო გზა 1 200 მგზავრს მოემსახუროს. რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკისკენ და მთაწმინდიდან რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილება ოთხი წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. სამუშაოების განხორციელებაში ჩართულია მსოფლიოში ცნობილი კომპანია „დოპელმაიერი“, რომლის აღჭურვილობაც არსებულ პროექტში იქნება გამოყენებული. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ეს იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება, რომელიც, რა თქმა უნდა, შესრულდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. ამ ეტაპზე, დასრულებულია ზედა სადგურის ფუძისა და ტექნოლოგიური ნაწილის მოწყობის სამუშაოები; ნაწილობრივ ამოყვანილია სადგურის კედლები და კოლონები; განხორციელდა ფუნდამენტის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები. ამჟამად, მიმდინარეობს რიგელების მოსაწყობად ყალიბისა და არმატურის კარკასის მომზადება. რაც შეეხება ქვედა სადგურსა და პირველ ანძას, სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა სამშენებლო მოედანზე არსებული სამსართულიანი საცხოვრებელი შენობის, ასევე, ქვედა სადგურის მართკუთხა ნაწილისა და მისი ფუნდამენტის დემონტაჟი. ასევე, აღნიშნული საცხოვრებელი სახლისა და მეზობელი შენობის საერთო კედლის გამაგრება, სამშენებლო მოედანზე განთავსებული მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების გადატანა. საბაგირო გზის მეორე ანძაზე, საპროექტო ანძის მიმდებარედ განხორციელდა გრუნტის გამაგრების სამუშაოები, ძველი საყრდენი ანძის ფუნდამენტის დემონტაჟი და შემკრავ კოჭზე მოეწყო ლითონის ღობე; ამასთან, დასრულებულია მესამე, მეოთხე და მეხუთე საყრდენი ანძების ფუნდამენტის, მათი ტანისა და ანკერების მოწყობა, ფუნდამენტის ჰიდროიზოლაცია. სადგურის შენობისა და ბაქნის მოწყობა მომავალი წლის იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც, კომპანია „დოპელმაიერი“ სადგურის ტექნოლოგიური ნაწილის მონტაჟს დაიწყებს. ზედა სადგურზე დამონტაჟდება ამძრავი მექანიზმი ყველა საჭირო აგრეგატით, მოეწყობა მართვის ოთახი და პულტი, ასევე, პლატფორმა გონდოლების დამჭერი მექანიზმების რევიზიისთვის. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, სადგური გადაიხურება ლითონის კონსტრუქციით და ჩატარდება მოპირკეთების სამუშაოები. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ზურაბ აბაშიძე და კომპანია „დაგის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)