05:03 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 13:38:43, 1071 ნახვა

საზოგადოება
გარდაიცვალა საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე

საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი, ლია მიქაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ლია მიქაძე 1936 წლის 3 მაისს, თბილისში დაიბადა. 1954 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოხვდა.

1956 წელს, როდესაც საქართველოს პირველი ტელეხედვის მოწყობა დაიგეგმა და დიქტორების (წამყვანების) ძებნა დაიწყეს, მიხეილ თუმანიშვილმა პირველკურსელ ლია მიქაძეს კონკურსში მონაწილეობა ურჩია. კომისიამ ის ალექსანდრა მაჭავარიანთან ერთად შეარჩია და დიქტორად დანიშნა. 1956 წლის 30 დეკემბერს, როდესაც საქართველოს პირველი ტელევიზია გაიხსნა, ეკრანიდან მაყურებელმა პირველი ლია მიქაძე დაინახა. მიქაძე საქართველოს ტელევიზიაში 2004 წლამდე მუშაობდა.

2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს: ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს და ალექსანდრა მაჭავარიანს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics