|
2022-11-10 12:52:12, 1009 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურს ბრიგადის გენერალ ეგილს ლეშჩინსკის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა ტოტალური თავდაცვის შესაძლებლობებთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს. აღინიშნა ეროვნული გვარდიის როლი ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტის - ტერიტორიული რეზერვის, სამობილიზაციო რეზერვისა და „თავდაცვის მოხალისეთა“ ძალების, ასევე თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის რეკრუტირების საქმეში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ლატვიის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების საკითხებს. „გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ბრიგადის გენერალმა ეგილს ლეშჩინსკისმა ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმით გათვალიწინებულ ღონისძიებებზე, ასევე სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრას ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და ლატვიის ეროვნული გვარდიის პირველი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კასპარს პუდანსი დაესწრნენ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაური საველე-საწვრთნელ ბაზა „პალდოს“ და მე-20 კადრირებულ ბრიგადასაც ესტუმრა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)