2022-11-09 17:06:45, 1952 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში 5 ხიდი ააფეთქეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შესანელებლად, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში 5 ხიდი ააფეთქეს. ამის შესახებ ბრიფინგზე ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მრჩეველმა, სერხი ხლანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ გზით ოკუპანტები უკანდახევისთვის ემზადებიან.
„ოკუპანტებმა ააფეთქეს არა მხოლოდ დარიევისა და ტიაგინის ხიდები, ასევე ხიდი სნიგურივკადან ხერსონისკენ გასასვლელში არხის გადაღმა. ააფეთქეს ხიდი ნოვოკაირიში, მილოვში. ოკუპანტები ახლა აფეთქებენ აბსოლუტურად ყველა ხიდს, რომელიც ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზეა“, - თქვა ხლანმა.
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მრჩევლის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის ფონზე, ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილ უკან დახევას დაემსგავსოს და არა მარცხს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,