|
2022-11-09 16:51:33, 1029 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას II კვარტალში ავტოფარეხების ნაცვლად დასასვენებელი სივრცეები მოეწყო
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას II კვარტალში ახალი დასასვენებელი სივრცეები მოეწყო. ადგილობრივი მოსახლეობის სურვილით, N14 და N19 კორპუსების ტერიტორიებზე არსებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად სკვერების სივრცეების ფართობი გაიზარდა. თბილისის მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე, N14 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ხუთი უსარგებლო ავტოფარეხისგან გათავისუფლდა, შემდეგ დაახლოებით, 1 155 კვ. მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყო, განთავსდა საბავშვო-გასართობი ზონა, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, რომელიც ფილებით მოპირკეთდა, დამონტაჟდა შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, დაირგო მცენარეები. სკვერის პროექტის ღირებულება 247 000 ლარს შეადგენს. რაც შეეხება N19 კორპუსის მიმდებარე სივრცეს, აქ 17 ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა. ტერიტორიის ნაწილზე გამწვანებული სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო, ნაწილზე კი, ადგილობრივების სურვილით, ავტოსადგომი დარჩა. ტერიტორიაზე განთავსდა კალათბურთის მინი სტადიონი, საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდა ფილებით, დამონტაჟდა განათების ქსელი, მოეწყო ღობე. მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. სკვერის პროექტის ღირებულება 180 000 ლარს შეადგენს. ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მერის მოადგილე კახა გულედანთან, საკრებულოს თავმჯდომარე, მაჟორიტარ დეპუტატთან საკრებულოში გიორგი ტყემალაძესთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან პარლამენტში ნოდარ ტურძელაძესთან ერთად შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)