|
2022-11-09 12:31:01, 607 ნახვა
საზოგადოება
შს სამინისტროს თანამშრომლებმა საერთაშორისო სწავლება - ETERNITY 2022-ში მონაწილეობა მიიღეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში - ETERNITY 2022, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლების მიზანი იყო საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამართალდამცავი უწყებებისა და შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება. სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს კურსის როგორც კომპიუტერულ, ასევე, საველე კომპონენტში, სადაც ჩართული იყვნენ ამავე დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები. ღონისძიებაში თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროები. სწავლების სცენარი ემყარებოდა სამშვიდობო ოპერაციას, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაცვას ასახავდა. ღონისძიება წარმატებით ჩატარდა და დადებითად შეფასდა მონაწილე მხარეების მიერ. აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი სწავლება სამივე ქვეყანაში რიგ-რიგობით, როტაციის პრინციპით, ყოველწლიურად ტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)