|
2022-11-09 11:12:36, 878 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტამ“ თელავში მარკის „მეფე ერეკლე II“ პრეზენტაცია გამართა
7 ნოემბერს, თელავში, მეფე ერეკლეს სასახლისა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“ აღინიშნა, სადაც გაიმართა მარკის „მეფე ერეკლე II“ პრეზენტაცია. “საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციით, თელავში საიუბილეო ღონისძიებას „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. „საფოსტო გზავნილების განხორციელება 2022 წლის მიწურულს უკვე მეფე ერეკლე II მარკით არის შესაძლებელი. მარკა, რომელზეც გამოსახულია მეფე ერეკლე II, მიმოქცევაში შევა ნოემბერში და ხელმისაწვდომი იქნება „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე. „ერეკლეობა“, იგივე თელავქალაქობა 7 ნოემბერს ყოველწლიურად აღინიშნება. მოსახლეობა სახელოვანი მეფის იუბილეს ტრადიციულად კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღნიშნავს და სტუმრებს მთელი საქართველოდან მასპინძლობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)