12:37 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 22:27:04, 1105 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი რეზოლუციაზე - კოლექტიური კუბილიუსების დღის წესრიგი არაობიექტურობა, არაადეკვატურობა, ომია

კოლექტიური კუბილიუსების დღის წესრიგი არაობიექტურობა, არაადეკვატურობა, ომია. - ამის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, TV იმედთან განაცხადა.

მისივე თქმით,ძალიან ბევრი უსამშობლო ქართველი ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ მათ ხელს უწყობს ამ საქმეში, რაც დასანანია.

"კოლექტიური კუბილიუსების დღის წესრიგი, რომლებსაც თავიანთი მოკავშირეები ჰყავთ საქართველოში, არის აბსოლუტურად სხვა - მათი დღის წესრიგია არაობიექტურობა, არაადეკვატურობა, ომი, დესტაბილიზაცია. ძალიან ბევრი უსამშობლო ქართველი ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ მათ ხელს უწყობს ამ საქმეში, რაც დასანანია". - ნათქვამია განცხადებაში.

ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics