12:39 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 18:01:30, 1090 ნახვა

პოლიტიკა
გრეგოროვა - თუ დეოლიგარქიზაციის კანონი ივანიშივლს არ შეეხება, მაშინ ის რეკომენდაციის შესრულებად ვერ ჩაითვლება

თუ დეოლიგარქიზაციის კანონი ივანიშივლს არ შეეხება, მაშინ ის რეკომენდაციის შესრულებად ვერ ჩაითვლება.- ამის შესახებ ევროპარლამენტაემა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსგან შემოთავაზებულ კანონში ძალიან ბევრი ხვრელია, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ოლიგარქის სტატუსს თავი აარიდონ.

"ჩვენ გვინდა შემოწმება, როგორ ასრულებს „ოცნება“ ევროკომისიის რეკომენდაციებს. ევროპარლამენტი იყო ყველაზე დიდი პრომოუტერი საქართველოს ევროპული მომავლის. რაც შეეხება დეოლიგაქრიზაციის შესახებ პუნქტის შესრულებას, ჩვენ ძალიან გვაწუხებს საქართველოსგან შემოთავაზებული კანონი. არ არის კარგი ინგლისური თარგმანი ამ დოკუმენტის, თუმცა ეს არის გადმოღებული უკრაინული ვერსიიდან და ეს უკვე გააკრიტიკეს ამის გამო, რომ კანონში არის ძალიან ბევრი ხვრელი და შეიძლება კონკრეტული ადამიანებმა თავი აარიდოს ოლიგაქრის სტატუს. ჩვენ გვინდა დავინახოთ სწორი კანონდებლობა, რომელიც გამოავლენს ნამდვილ ოლიგარქებს და მოახდენს ნამდვილ დეოლიგარქიზაცია. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე პოლიტიკოსის განცხადება, რომ ეს კანონი არ შეეხება ივანიშვილს. ჯდება თუ არა ის ოლიგაქრის სტატუსში, ვიცით რომ ის გავლენას ახდებს ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაში. თუ ეს არ შეეხება ივანიშვილს, მაშინ რა აზრი აქვს ამ კანონს. ჩვენ გვინდა ეს კანონი შესრულდეს“. - ნათქვამია განცხადებაში.

შგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics