|
2022-11-08 17:12:45, 943 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურაში კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების თემაზე ერთწლიანი სასწავლო კურსი ჩატარდება
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, გლობალური კიბერექსპერტიზის მრჩევლის (GCFA)/საერთაშორისო კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების იურისტი მრჩევლის (ICHIP) პროგრამის ფარგლებში, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების თემაზე ერთწლიანი სასწავლო კურსის პირველი ტრენინგი გაიმართა. ორდღიან სწავლებას, კურსის ავტორი, იუსტიციის დეპარტამენტის კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების განყოფილების კიბერდანაშაულის ლაბორატორიის დირექტორი, ოვი კეროლი უძღვებოდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ სწავლებას, საქართველოს პროკურატურის პროკურორებთან და გამომძიებლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ციფრული მმართველობის სააგენტოსა და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ელექტრონული მტკიცებულებების იდენტიფიცირების, შენახვის, მოპოვებისა და გაანალიზების შესახებ. აღნიშნული ტრენინგი გლობალური კიბერექსპერტიზის მრჩევლის (GCFA)/საერთაშორისო კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების იურისტი მრჩევლის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და ერთწლიანი პროგრამის პირველ ეტაპს წარმოადგენს. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეები ციფრული სასამართლო ექსპერტიზის სიღრმისეული ანალიზის (DFIA) სერტიფიკატს მიიღებენ, რაც შესაძლებლობას მისცემს პროკურორებს და გამომძიებლებს, დამოუკიდებლად გამოითხოვონ საჭირო ინფორმაცია, მოახდინონ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი. კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების შესახებ გამომძიებლების და პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნული სასწავლო მოდულის მიხედვით, კიბერდანაშაულის თემაზე მომუშავე პროკურორები სწავლებას მომავალშიც ეტაპობრივად გაივლიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)