|
2022-11-08 16:30:06, 912 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ნიკორა“ ახალ საწარმოს გახსნის
„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, პროექტების განხორციელების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით კომპანია ნიკორა ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს. „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ინვესტიცია სრულად საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსდება. „საქართველოს ბანკის“ დახმარებით ჩვენ შევძლებთ ახალი საწარმოს გახსნას. ბანკის ფინანსური დახმარება სრულად საწარმოს მშენებლობასა და დანადგარების შესყიდვას მოხმარდება. ახალი საწარმოს გახსნით ჩვენი პროდუქციის წარმოება ორჯერ გაიზრდება. ასევე, შევძლებთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დამატებით 150 ადამიანის დასაქმებას“, - განაცხადა შპს ნიკორას დირექტორმა, მერაბ მამულაშვილმა. „ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ ბიზნესს, რომელიც მუდმივად ვითარდება და კიდევ ერთი ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს. „ნიკორა“ ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპანიაა, რომელიც უკვე დიდი ხანია ბაზარზეა და საქმიანობას წარმატებით ახორციელებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ასეთ ბიზნესს, რადგან ქვეყანაში იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სანდრო ძაგნიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)