2022-11-08 15:48:24, 954 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი G20-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ინდონეზიაში, G20-ის სამიტს დაესწრება.
როგორც პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, ზელენსკი სამიტში მონაწილეობას, სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში მიიღებს.
"რა თქმა უნდა, რაღაც ფორმატში, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში. მეტის თქმა არ შემიძლია", - განაცხადა ნიკიფოროვმა.
აღსანიშნავია, რომ 3 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ G20-ის სამიტში არ მიიღებდა მონაწილეობას, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იქ იქნებოდა.
დიდი ოცეულის სამიტი 15-16 ნოემბერს, ბალიზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია, ჩავა თუ არა ინდონეზიაში ვლადიმერ პუტინი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,