|
2022-11-08 15:24:03, 871 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი OECD-ის გლობალური ფორუმის რიგით მე-15 ყოველწლიურ პლენარულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილწობას
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მიმდინარე წლის 9-11 ნოემბერს, ესპანეთის ქალაქ სევილიაში, მონაწილეობას მიიღებს საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის რიგით მე-15 ყოველწლიურ პლენარულ შეხვედრაში. შეხვედრის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის სიტყვით გამოსვლა უმაღლესი დონის პანელურ დისკუსიაში, თემაზე: „გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის მიმდინარე და ახალი გამოწვევების დაძლევა". ლაშა ხუციშვილი ისაუბრებს საგადასახადო სფეროში თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის როლზე ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში, გლობალურ ფორუმთან საქართველოს თანამშრომლობის წარმატებულ დინამიკასა და გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური სტანდარტის განვითარების მიზნით საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე. შეხვედრის დასასრულს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ხელს მოაწერს „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ" კომპეტენტური ორგანოების მრავალმხრივ შეთანხმებას (CRS). შეთანხმება შემუშავებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და დიდი ოცეულის (G20) წევრი სახელმწიფოების მიერ 2014 წელს და მას დღეისათვის 117 სახელმწიფო აწერს ხელს. ფინანსთა მინისტრთან ერთად, ფორუმს დაესწრებიან მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი და საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინე ხურციძე. იხ. ბმული: https://www.oecd.org/tax/transparency/documents/2022-global-forum-plenary-meeting.htm?fbclid=IwAR2X3nqXF85OwLGJlC6vjBEwZ6BUeCdzvdrknpvXvAT_jzKgQ57KAc-JaRE
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)