|
2022-11-08 12:10:59, 923 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ლოს-ანჯელესში, ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზე ,,RAW Wine" ქართული ქვევრის ღვინო იყო წარმოდგენილი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ლოს-ანჯელესში, ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზე ,,RAW Wine" ქართული ქვევრის ღვინო იყო წარმოდგენილი. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო წერს, საქართველოდან გამოფენაში ღვინის შვიდი მარანი მონაწილეობდა. ტრადიციულად, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო ღვინის პროფესიონალებისა და მედიის მხრიდან. ორდღიან გამოფენაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართულ ღვინოებთან ერთად, ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს, მის კულტურასა და ისტორიას გაცნობოდნენ. საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენით იზრდება ქვევრის ღვინის ცნობადობა, რაც პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა. ,,RAW Wine" (The Artisan Wine Fair) ითვლება ერთ-ერთ გამორჩეულ გამოფენად, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი. მიმდინარე წელს, გამოფენაზე 13 ქვეყნის 100-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ჩილე და სხვა. გამოფენას საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ სან-ფრანცისკოში, ლევან ბერიძე დაესწრო. პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს, სადაც მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია ერთ მილიონამდე ბოთლი ღვინო, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2021 წელს დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი, 1 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო. ამასთან, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)